ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავენ 
07-09-2023

აბიტურიენტებისთვის საკმაოდ ემოციური ზაფხული დასრულდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ტყიბულის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - გვანცა გვასალიამ, ნინი გუბელიძემ და ლუკა ჭელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და არჩეულ პროფესიას დაეუფლებიან. 

სამივე კურსდამთავრებული მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას:

  1. გვანცა გვასალია -  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისტორია);
  2. ნინი გუბელიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (სამართალი);
  3. ლუკა ჭელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სასურსათო ტექნოლოგია).

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203