ჯვარისის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულ რეზო გიორგაძეს სტუდენტობას ულოცავს 
07-09-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა ამაყია კურსდამთავრებულის - რეზო გიორგაძის წარმატებით, რომელიც სწავლას მისთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელებს.

რეზო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მშენებლობაზე ისწავლის და სასურველ პროფესიას დაეუფლება.

სკოლის დირექცია მოხარულია, კურსდამთავრებულის წარმატებით და მას საინტერესო სტუდენტობას უსურვებს პროფესიული განვითარების გზაზე.

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს მოსწავლეს და პედაგოგებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203