თბილისის N132 სკოლის 18-ვე აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ოთხი კი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას
07-09-2023

წელს, თბილისის N132 საჯარო სკოლა 40-მა მოსწავლემ დაამთავრა, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე კი 18 მოსწავლე დარეგისტრირდა და 18-ვე სტუდენტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის ოთხმა აბიტურიენტმა, 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. ორი კი - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.

წარმატებული კურსდამთავრებულები, სკოლაში მიღებულ ცოდნას მათთვის სასურველ სასწავლებლებში გაიღრმავებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან.

სკოლა ამაყია კურსდამთავრებულთა მიღწევით და მათ წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203