ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
07-09-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათგან ერთმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. ნინო ხარამიშვილი ​- ილიას უნივერსიტეტი, ინგლისური ენა, 70%-გრანტი ;
  2. ბაია ზარანდია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ენა;
  3. დიმა თირქია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;
  4. მარიამ ჯანჯღავა - -ალტე უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
  5. ვახტანგ ჯაბურია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ევროპათმცოდნეობა; 
  6. აკაკი ჭილაია - ტექნიკური უნივერსიტეტი - გეოდეზია;
  7. ლუკა რეკვავა ​- ტექნიკური უნივერსიტეტი - აგრონომია
  8. ელგუჯა ხარამიშვილი- ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნესადმინისტრირება.

სკოლის დირექტორი ნინო ჭილაია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, მათი წარმატება ახარებთ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203