„ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით!“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის წარმატება 
07-09-2023

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლისთვის 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო.              

სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.მათ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ - მარიამ ჩიხლაძე, გიორგი გორდაძე, საბა ძაგნიძე და გიორგი ხაჭაპურიძე.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს ახალგაზრდებს - მარიამ ჩიხლაძეს; გიორგი გორდაძეს; საბა ძაგნიძესა და გიორგი ხაჭაპურიძეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.                                                                                                             

სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება პედაგოგ ნონა მაჭარაშვილისთვის მენტორის სტატუსის მინიჭება გახლდათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები სკოლის ერთგულ, ენერგიულ, შრომისმოყვარე პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის მოპოვებას ულოცავენ. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ქალბატონ ნონას, მენტორის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ კიდევ მეტ წინსვლასა და წარმატებას. შრომა ყოველთვის ფასდება - ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203