„ვამაყობთ თქვენით!“ -  საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
06-09-2023
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  • ნატა ქორიძე - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ლუკა ქორიძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნინო თევზაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მარიამ დუდუჩავა - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ანა მჟავია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნინო ჭილაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„დიდი სიყვარულით გილოცავთ სტუდენტობას ჩემო ძვირფასებო! წარმატებული სტუდენტობა და ბედნიერი დღეები. ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203