ხალიფაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ნათია მოდებაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა 
07-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის პედაგოგმა - ნათია მოდებაძემ სტატუსი აიმღლა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

დირექტორი ნინო გურული და პედაგოგები ნათია მოდებაძეს კარიერულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203