ხალიფაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თეა კაციტაძემ და ანა ჭუმბურიძემ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს 
07-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა სულ სამმა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ორი თეა კაციტაძე და ანა ჭუმბურიძე სტუდენტი გახდა.
ამასთან თეა კაციტაძემ 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და მათი წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

სკოლის დირექტორი ნინო გურული და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ულოცავენ. 

„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით და სიამაყით გილოცავთ სტუდენტობას ჩვენო თეა კაციტაძე და ანა ჭუმპურიძე. ღირსეულად გადაგელახოთ ყველა დაბრკოლება და წარმატებული ქალბატონების სახელი გეტარებინოთ. მადლობა თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მასწავლებლებს ასეთი კარგები, მიზანდასახულები რომ ხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203