ნაესაკოვოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
06-09-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ. 

  1. თამუნა კუჭუხიძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფარმაცევტიული ფაკულტეტი;
  2. რაულ თოფურია - ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით -საერთაშორისო ურთიერთობები 100%-იანი გრანტი;
  3. საბა სულუაშვილი - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. ლანა კუცია - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენა ლიტერატურის ფაკულტეტი (ფილოლოგიური);
  5. შოთა ცომაია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობა ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს 2023 წლის კურსდამთავრებულებს. უსურვებს წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203