ბათუმის N3 სკოლის 8 კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
06-09-2023

ბათუმის N3 საჯარო სკოლა სიხარულით გვამცნობს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კურსდამთავრებულთა მიღწეულ შედეგებს. 

სკოლის 9 კურსდამთავრებული, სახელმწიფო დაფინანსების მფლობელია და უკვე, როგორც სტუდენტები სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელებს.

სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს წარმატებული ბავშვების მიღწევებს: 

ეკატერინე ტერატურიანი 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აღსანიშნავია, რომ მან ქართული ენასა და ლიტერატურაში - 57,3 ქულა, უცხოური ენაში (რუსული) - 69 ქულა, ხოლო ისტორიაში - 57.48 ქულა დაიმსახურა; 

საბა მამფორი, ასევე 100%-იანი გრანტის მფლობელი გახდა და სწავლას  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გააგრძელებს. საბამ გეოგრაფიაში -53 ქულა, ხოლო ინგლისურში - 69 ქულა მიიღო; 

კიდევ ერთი 100%-იანი დაფინანსების მფლობელი აბიტურიენტი - ანნა ფუტკარაძეა, რომელიც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, საოცნებო პროფესიას დაეუფლება. ანამ ქართულში -56 ქულა, ინგლისურში კი მაქსიმალური  - 70 ქულა მოიპოვა; 

ანასტასია კახიძე 70%-იანი გრანტის მფლობელი გახდა, მან ქართულში - 60 ქულა, ინგლისურში - 69 ქულა, ბიოლოგიაში კი - 47 ქულა მიიღო;

70%-იანი გრანტის მფლობელი გახდა მაკა შავაძეც, რომელიც სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელებს განათლების მიღებას; 

ანა ანთიძე, კესო კიკაბიძე და სანდრო კიკვაძე კი, 50%-იანი დაფინანსებით დაეუფლებიან მათთვის სასურველ პროფესიებს და დაგროვილ ცოდნას უნივერსიტეტში გაიღრმავებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203