„მეამაყებით ჩემო გოგოებო!“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე ჯანანაშვილს, მარიამ ადამაშვილსა და ქეთი ოთიაშვილს სტუდენტობას ულოცავს
06-09-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლა ამაყია ყოფილი მოსწავლეების წარმატებით, რომლებიც უკვე სტუდენტის რანგში, უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ განათლებას. 

კურსდამთავრებულები: სალომე ჯანანაშვილი, მარიამ ადამაშვილი და ქეთი ოთიაშვილი, სკოლაში მიღებულ ცოდნას, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან. 

სკოლამ, მიუხედავად იმისა, რომ საბაზოა, ახალგაზრდების წარმატებაში უმნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მათ საფუძვლიანი განათლება მისცა. 

„ჩვენი სკოლა საბაზოა, მაგრამ სწორედ ჩვენთან ჩაეყარა საფუძველი მოსწავლეთა ცოდნას, გოგონები მე-9 კლასამდე ჩვენი მოსწავლეები იყვნენ და ძალიან მიხარია... მეამაყებით ჩემო გოგოებო! მრავალი წარმატებული მოსწავლე ჩვენს სკოლას!“, - აღნიშნავს დირექტორი ნინო სიმონიშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203