„ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ“​-სატივის საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა-მარიამ თათანაშვილმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
06-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა -  მარიამ თათანაშვილმა ​ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

მარიამ თათანაშვილი სკოლაშიც აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა. სკოლის დირექციასა და პედაგოგების მისი წარმატება ახარებთ, მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სატივის საჯარო სკოლა, პედაგოგების სახელით, სტუდენტობას ულოცავს სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, მარიამ თათანაშვილს. წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203