ფლევის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ლელა კვესაძემ და ეკატერინე ბუზალაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს
06-09-2023

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის მასწავლებლებმა - ლელა კვესაძემ და ეკატერინე ბუზალაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ლელა ლელა კვესაძე და ეკატერინე ბუზალაძე გილოცავთ, წამყვანის სტატუსს. მომავალშიც წარმატებებით გევლოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203