ტეზრის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
06-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლას ორი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სტატუსი რუსული ენის მასწავლებელმა, ქეთევან ბერძენიშვილმა და სახვითი ხელოვნების პედაგოგმა ლალი ხვედელიძემ აიმაღლეს. 

სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წინსვლა ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ტეზრის საჯარო სკოლის კოლექტივის მორიგი წინსვლა! სიყვარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის რუსული ენის მასწავლებელს ქეთევან ბერძენიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, ასევე სკოლა სიამაყით ულოცავს სახვითი ხელოვნების მასწავლებელს, ქალბატონ ლალი ხვედელიძეს თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დამსახურებულად მიღებულ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203