„გისურვებთ, ღირსეული ადგილი დაგემკვიდრებინოთ საზოგადოებაში“ - შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს 
06-09-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლა ამაყია კურსდამთავრებულთა წარმატებით, ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით გაიარეს და სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. 

სკოლისთვის სასიხარულოა მოსწავლეთა მიღწევა, მათ წინსვლას, საინტერესო სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

განათლებული თაობის აღზრდა განსაკუთრებით საამაყოა სკოლის დირექტორისთვის, რომელიც ახალგაზრდებს, სტუდენტობას საინტერესოდ ულოცავს და ახსენებს, რომ  ერთ-ერთი უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის შვილები არიან. 

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ IV სა­უ­კუ­ნე­ში რომ­ში არ­სე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბის მსგავ­სად, რომ­ლე­ბიც ცი­ცე­რო­ნი­სა და კვინ­ტი­ლი­ა­ნეს თე­ო­რი­ულ ნაშ­რო­მებს და პრაქ­ტი­კულ-პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წო­ბას ეყ­რდნო­ბოდ­ნენ, ფა­ზი­სის აკა­დე­მი­ა­შიც, სწავ­ლე­ბის ში­ნა­არსში შე­დი­ო­და - ტრი­ვი­უ­მი (სა­მარ­თა­ლი, ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ფი­ლო­სო­ფია - რი­ტო­რი­კა) და კვად­რი­უ­მი (არით­მე­ტი­კა, გე­ო­მეტ­რია, ას­ტრო­ნო­მია, მუ­სი­კა). ე. ი. ქარ­თუ­ლი სკო­ლა ში­ნა­არ­სით იმე­ო­რებ­და იმ დრო­ი­სათ­ვის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ში­ნა­არსს.

ჩვენო ძვირფასო ბავშვებო, თქვენ ერთ-ერთ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის შვილები ხართ და ამ ქვეყანაში განათლების მნიშვნელობა ყოველთვის კარგად ესმოდათ. გისურვებთ თქვენი ღირსეული ადგილი დაგემკვიდრებინოთ საზოგადოებაში თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და ულამაზეს სტუდენტობის ეტაპზე. თქვენი მშობლიური სკოლა გილოცავთ კიდევ ერთხელ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203