„გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით!“- ვანის N2 სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ
06-09-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა საამაყო კურსდამთავრებულების წარმატებას გვიზიარებს. 

ახალგაზრდებმა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას. 

სკოლა მოხარულია კურსდამთავრებულების წარმატებით და როგორც, სკოლის დირექტორი უწოდებს -მომვალის ბავშვებს“ წინსვლასა და საინტერესო სტუდეტობას უსურვებს. 

„ჩვენი საოცარი კურსდამთავრებულები... როგორი კარგებიც არიან, ისეთივე შედეგები აქვთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვიცი, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან. ვიცი,რომ ღირსეული ადამიანები იქნებიან...

მინდა სულ წინ იაროთ! მინდა ოცნებები აისრულოთ! საქართველოს ყველა პირველკურსელს ვულოცავთ, იხარეთ და გვახარეთ...

უბრალოდ გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით! მომავლის ბავშვები! ბედნიერი სტუდენტობა...“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203