ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარიამ ხარიბეგაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
06-09-2023

ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ ხარიბეგაშვილი ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება. 

პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლაში მარიამ ხარიბეგაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის პედაგოგს - მარიამ ხარიბეგაშვილს ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203