პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა - მარიკა ბაშარულმა და თინათინ კოვზიაშვილმა სპორტის გამოცდაზე კომპეტენცია დაადასტურეს
06-09-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა - მარიკა ბაშარულმა და თინათინ კოვზიაშვილმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და კომპეტენცია ახალ საგანში დაადასტურეს. 

სკოლაში პედაგოგებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ. 

„პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს - მარიკა ბაშარულსა და თინათინ კოვზიაშვილს სპორტის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203