სალომინაოს საჯარო სკოლის ოთხივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
06-09-2023

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა.

2023 წელს სკოლა დაამთავრა ოთხმა მოსწავლემ -  ნანა სანიკიძემ, ნიკა გოგოლაძემ, ნიკა მებურიშვილმა და ლუკა სანიკიანმა. ოთხივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცა. ამასთან, მათგან ნანა სანიკიძემ 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ოთხივე კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო ცხოვრების მომდევნო ეტაპზე ღირსეულად გადასვლას. წარმატებები მუდამ სავალ გზებზე. გვეიმედებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203