ახალციხის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა 
06-09-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ. 

წელს სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. სკოლის პედაგოგებმა - პეპო ბუძიშვილმა, მზია ხუციშვილმა, ანა ჯანგიშერაშვილმა და ია ჯანაშვილმა სტატუსი აიმაღლეს. 

სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წინსვლა ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის პედაგოგებს - პეპო ბუძიშვილს, მზია ხუციშვილს, ანა ჯანგიშერაშვილს და ია ჯანაშვილს ვულოცავთ პროფესიულ წინსვლას. წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, გვახარებს თქვენი წარმატება და კიდევ ბევრ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სკოლას, ჩვენი ბავშვების სასიკეთოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203