„გილოცავთ! წინ, მწვერვალებისკენ!“ - ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით იწყებენ 
06-09-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე და პედაგოგები - ქეთევან ლომიძე და ნიკოლოზ ხარშილაძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წარმატებით იწყებენ. 

დირექტორმა და პედაგოგებმა მასწავლებლის სტატუსი აიმაღლეს და კარიერულ საფეხურზე დაწინაურდნენ.

სკოლის დირექტორმა და ამავე დროს მასწავლებელმა, ინა ბიწაძემ პედაგოგის უმაღლესი სტატუსი მოიპოვა და მენტორი მასწავლებელი გახდა. 

გერმანული ენის პედაგოგ ქეთევან ლომიძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. სპორტის პედაგოგ ნიკოლოზ ხარშილაძეს კი - უფროსი მასწავლებლის.

სკოლაში დირექტორისა და პედაგოგები პროფესიული წინსვლა ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ნიგვზარის საჯარო სკოლა უდიდესი სიხარულით ულოცავს, ჩვენს საამაყო დირექტორს - ინა ბიწაძეს მენტორის,  გერმანული ენის პედაგოგ ქეთევან ლომიძეს წამყვანის, ხოლო, სპორტის პედაგოგ ნიკოლოზ ხარშილაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას!  გილოცავთ! წინ, მწვერვალებისკენ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203