არგვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა -  ლალი აბულაძემ და ნატო კიპაროიძემ სტატუსი აიმაღლეს
06-09-2023

პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგები უწყვეტ პროფესიულ წინსვლას აგრძელებენ. 

წელს სკოლას ერთი მენტორი და ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. სტატუსი - ლალი აბულაძემ და ნატო კიპაროიძემ აიმაღლეს. ლალი აბულაძე ახლა უკვე მათემატიკ​ის მენტორი მასწავლებელია, ნატო კიპაროიძე კი  - ქართული ენა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი. 

ამ დროისათვის არგვეთის საჯარო სკოლას ჰყავს: 4 მენტორი, 13 წამყვანი და 8 უფროსი მასწავლებელი.

სკოლაში ლალი აბულაძესა და ნატო კიპაროიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203