თბილისის N124 სკოლაში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ბულგარეთში, ფოლკლორულ ფესტივალზე პირველი ადგილი და გრან-პრი დაიმსახურა
06-09-2023

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გორდამ“  ბულგარეთში, ვარნაში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე​ პირველობა არავის დაუთმო. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ ეს - სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისია!

ანსამბლი არამარტო პირველი ადგილის, ასევე გრან-პრის მფლობელიც გახდა. რაც ძალიან საამაყოა სკოლისა და მოსწავლეებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წარმატება ქორეოგრაფების - ნეოლინა ონიანისა და კახაბერ კაპანაძის დიდი მონდომებისა და შრომის შედეგია. 

თბილისის N124 საჯარო სკოლაში ახალი სასაწავლო წლის დაწყებას გამარჯვებით, მოპოვებული პრიზითა და დიდი სიამაყით ელიან.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203