ჩამდურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლილით კარაპეტიანი სწავლას სრული დაფინანსებით სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელებს
06-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს კურსდამთავრებულ ლილით კარაპეტიანს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით ჩარიცხვას. 

ლილითი მისი შრომისა და მონდომების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში გააგრძელებს სწავლას და საოცნებო პროფესიას დაეუფლება. 

სკოლა სასახელო კურსდამთავრებულს მიღწეულ შედეგს ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

„ვუსურვებთ, წარმატებით დაასრულოს სწავლა და დაეუფლოს პროფესიას, რომელიც აქვს არჩეული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203