ამამლოს საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს 
06-09-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლა წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ასახელეს.

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. 

სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულთა წარმატებას: 

საჰილა რზაგულიევა, საბინა რზაგულიევა და ოსმან სახვანოვი, ​​სწავლას ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ, ხოლო ნიამადდინ მუსაევი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ისწავლის.

სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203