გუბისწყლის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ
06-09-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლას ყოველთვის ჰყავს წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები, ამჯერად სკოლის ოქროს მედლის კანდიდატებმა, ცოდნა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაადასტურეს. 

ლიკა ჭოლოკავამ და თამარ ქაშიბაძემ გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარეს და 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს, სწავლას კი თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებიან. 

სკოლა ამაყია, წარჩინებული მოსწავლეების მიღწევით.

„ვულოცავთ მთელი სკოლის სახელით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203