
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის სამი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ნატალია გოგოლაძე, ლუკა ჰოგოლაძე და ლუკა ხრიკაძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„ნატალია გოგოლაძეს, ლუკა ჰოგოლაძესა და ლუკა ხრიკაძეს ვულოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. სკოლის საზოგადოება ამაყობს მათი მიღწევებით“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.