
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
წელს სკოლას ორი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. სკოლის პედაგოგებმა - ლუიზა ბერიძემ და გულნარა სურმანიძემ წანყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში მასწავლებელებელთა პროფესიული წინსვლა ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ სკოლის განვითარებასა და საკუთარ პროფესიულ წინსვლაზე, სწორედ ამის შედეგია გასულ სასწავლო წელს წარმატებით ჩაბარებული პროფესიული უნარების გამოცდისა და საკუთარი პრაქტიკის დოკუმენტირების (პორტფოლიოს) წარდგენის შემდეგ, ჩვენი სკოლის ორმა პედაგოგმა, ლუიზა ბერიძემ და გულნარა სურმანიძემ მიიღეს დამსახურებული წამყვანის სტატუსი. გილოცავთ, კოლეგებო მიღწეულ წარმატებებს და გისურვებთ წინსვლას, წარმატებულ სასწავლო წელს და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.