„ანა, მომავალშიც გესახელებინოს სკოლა და სოფელი!“-რაქვთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები 2023 წლის ერთადერთ კურსდამთავრებულს სტუდენტობას ულოცავენ
06-09-2023

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის 2023 წლის ერთადერთმა კურსდამთავრებულმა - ანა კეკელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

სკოლაში კურსდამთავრებულს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და მისი წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ანა კეკელიძეს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ წლებს უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ, ჩვენი სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის ერთადერთ კურსდამთავრებულს - ანა კეკელიძეს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვას, ბედნიერ სტუდენტობას და კვლავ ბევრ წარმატებას გისურვებთ, ანა, მომავლშიც გესახელებინოს შენი სკოლა და სოფელი“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203