„შრომა ყოველთვის ფასდება“- არხილოსკალოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ნათელა ბუთხუზმა და ლია აფციაურმა წამყვანის სტატუსი მოიპოვეს
06-09-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლას ორი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, ნათელა ბუთხუზმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ლია აფციაურმა სტატუსი აიმაღლეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა გიზიარებთ ჩვენი და ჩვენი კოლეგების ქალბატონი ნათელა ბუთხუზის და ქალბატონი ლია აფციაურის სიხარულს, სტატუსის ცვლილებას.

2023 წელს ქალბატონმა ლია აფციაურმა და ქალბატონმა ნათელა ბუთხუზმა წარმატებით ჩააბარეს წამყვანი/მენტორის გამოცდა, ასევე, წარმატებით გაიარეს პორტფოლიოს დაცვა და გასაუბრება და მოიპოვეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

შრომა ყოველთვის ფასდება.

სკოლის დირექცია და თანამშრომლები ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს სტატუსის მოპოვებას, ვუსურვებთ უამრავ წარმატებას და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203