ზერტის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული ცოტნე ტერუნაშვილი სწავლას კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გააგრძელებს
06-09-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული - ცოტნე ტერუნაშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ისწავლის. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცოტნე ყოველთვის გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებითა და ნიჭიერებით, სწორედ ამის წყალობით წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვით, დაიწყო სწრაფვა წარმატებული კარიერისთვის. 

აღსანიშნავია, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში I სასწავლო კურსის კადეტთა საადაპტაციო პერიოდი უკვე დაიწყო.

სკოლა ამაყია ცოტნეს მიღწევით და მას წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

სკოლის ხელმძღვანელობა,პედაგოგები, თანაკლასელები ულოცავენ ცოტნეს ამ დიდ წარმატებას და უფრო დიდ წარმატებებს უსურვებენ, სამხედრო პატრიოტულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203