საყუნეთის საჯარო სკოლის ოთხივე კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
05-09-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის ოთხივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამათან, მათგან ერთმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა, ერთმა კი 70%-იანი. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ - ნათია გელაშვილი, ნინო ბარბაქაძე, მარიამ ზენაშვილი და ელზა ლაბაძე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ სტუდენტობას ულოცავენ. 

„სკოლის საზოგადოება ულოცავს და იზიარებს მათ სიხარულს, ამაყობს მათი წარმატებით და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203