დაბა ქედის საჯარო სკოლის მასწავლებლებს - ირინა ძირკვაძესა და ლამზირა ქაჯაიას წამყვანის სტატუსი მიენიჭათ
06-09-2023

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს მასწავლებელთა კარიერული წინსვლით იწყებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინა ძირკვაძე და მუსიკის პედაგოგი ლამზირა ქაჯაიამ წამყვანი მასწავლებლის რიცხვს შეუერთდნენ. 

მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203