
ხაშურის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მოიპოვეს სახელმწიფოს დაფინანსება და სასკოლო საზოგადოებას სიხარულისა და სიამაყის საფუძველი მისცეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 31 მოსწავლიდან 29 გახდა სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, აქედან:
სახელმწიფოს სრული 100%-იანი დაფინანსებით უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ სწავლას:
50%-იანი კი მოიპოვეს:
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე ისწავლიან:
ნოემბრიდან კი სკოლის სამი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯში გერმანული მხარის დაფინანსებით;
სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„დიდი სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ ხაშურის N7 საჯარო სკოლის, 2022-23 სასწავლო წლის საუკეთესო გამოშვების კურსდამთავრებულებს წარმატებას. წინ გრანდიოზული გამარჯვებებია!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.