
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლას სასწავლო რესურსი შეემატა.
სკოლას, ბიოლოგიის მასწავლებლის ნათია კეკენაძის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებელმა ონლაინ პლატფორმამ - donors.edu.ge-მ მიკროსკოპი გადასცა.
ბავშვები სასკოლო მიკროსკოპით აღტაცებულნი დარჩნენ. ეს მათ სწავლის მოტივაციას კიდევ უფრო აუმაღლებს.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის პლატფორმას მხარდაჭერისთვის.