ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
05-09-2023

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა  - ანანო ფიფიამ, მარიამ ფიფიამ, ლიკა ფიფიამ, მარიამ ფიფიამ, აკაკი გობეჩიამ, ნინი ქუხილავამ და ნინი კვარაცხელიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, ახარებთ, რომ როგორც აბიტურიენტთა შრომა დაფასდა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„მშობლიური სკოლა ულოცავს მათ და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203