კურსების საჯარო სკოლის ექვსივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, ორმა კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 
05-09-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის 6-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

წელს, სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. მარიამ კინწურაშვილი - მოიპოვა 50%-იანი გრანტი;
  2. ლევან კეჭაძე - მოიპოვა 50%-იანი გრანტი;
  3. ანი აბესაძე (უფასო ფაკულტეტი);
  4. თემურ კინწურაშვილი (უფასო ფაკულტეტი);
  5. გაბრიელ გვარაკიძე (უფასო ფაკულტეტი);
  6. ალეკო ლანჩავა (უფასო ფაკულტეტი).
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ წლებს უსურვებენ. 

„შემოდგომის პირველი დღე იღბლიანი გამოდგა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთათვის! ექვსი აბიტურიენტიდან ექვსივე სტუდენტია! გილოცავთ ბავშვებო!  მშობლებოო! ყველა თქვენი სასიკეთო ჩანაფიქრი აგსრულებოდეთ! წარმატებული ნაბიჯებით იარეთ! ჩვენი დიდი სიყვარული და სითბო გაგყოლოდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე! ისწავლეთ და იღვაწეთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ! გვეიმედებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203