სამების საჯარო სკოლის მასწავლებელმა - სოფო კევლიშვილმა მენტორის სტატუსი მოიპოვა
05-09-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პედაგოგი სოფო კევლიშვილი უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

სოფო კევლიშვილმა პედაგოგის უმაღლესი სტატუსი მოიპოვა და მენტორი მასწავლებელი გახდა.

პედაგოგი სკოლის დირექციას, კოლეგებსა და მოსწავლეებს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის და ახარებს, რომ მისი შრომა დაფასდა. 

„აი, ეს დღეც დადგა! მომენიჭა მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი - მენტორი მასწავლებელი. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი გჯეროდათ და მგულშემატკივრობდით! განსაკუთრებული მადლობა სამების საჯარო სკოლის დირექციას, პედკოლექტივს, ჩემს საყვარელ მოსწავლეებს... ყველას გისურვებთ გაწეული შრომის დაფასებასა და პროფესიული წარმატების მიღწევით განცდილ ბედნიერებას!“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203