„სოფლისა და სკოლის სიამაყე“ - თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე დათო შავაძემ ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა
05-09-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათგან ერთ-ერთი დათო შავაძეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.
ჩემპიონატი 6-9 ივლისს, უნგრეთში, კაპოსვარში, 15-წლამდელთა შორის გაიმართა, დათომ კი მოიპოვა მედალი და გახდა ვიცე-ჩემპიონი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დათომ თავდაუზოგავად იასპარეზა და ღირსეული მეტოქეობა გაუწია კონკურენტებს.
„ჩვენი სოფლისა და სკოლის სიამაყე, ჩვენი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული დათო შავაძე! საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს გამარჯვებას დავით შავაძეს და უსურვებს წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა