არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლე - მარიამ მედულაშვილი საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი ნიჭიერი მოსწავლეა მარიამ
მედულაშვილი. ის საგანმანათლებლო პროექტ „
დიდგორელის“ ფინალისტი გახდა და სკოლა ასახელა.
სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და მასთან ერთად იზიარებს ამ სიხარულს.
„ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.