ქვემო ქედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
05-09-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 10 კურსდამთავრებულიდან 6 უკვე სტუდენტია. მათ შორის კი სამმა - ლიზი თეთრაულმა, ანა ბაღიაურმა და ქეთი შიოლაშვილმა 50%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.

„წარმატებული და ხვავრიელი იყო ჩვენი სკოლისათვის წლევანდელი ეროვნული გამოცდები. გილოცავთ, ჩვენო გამორჩეულად კარგებო: ლიზი, ქეთი, ანა, გიორგი, ვახტანგ და ბექა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203