ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი მასწავლებლებს -  რუსუდან ბუკიასა და თამუნა შანავას წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს 
05-09-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა - რუსუდან ბუკიამ და თამუნა შანავამ სტატუსი აიმაღლეს. 

პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე, რომელიც პედაგოგთა პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს, რუსუდან ბუკიას და თამუნა შანავას წარმატებას ულოცავს. 

„ჩვენი სკოლის ორ მასწავლებელს - რუსუდან ბუკიასა და თამუნა შანავას - ვულოცავ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას....წარმატებები, კოლეგებო...მეამაყებით....“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...