ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
05-09-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტად ზრუნავენ, რაც სწავლა-სწავლების ხარისხზე აისახება. 

სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა. სკოლის გეოგრაფიისა სამოქალაქო განათლების პედაგოგ ანა ანუშიძეს მენტორი​ს სტატუსი მიენიჭა. რუსული ენის პედაგოგს ლალი ლომთათიძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თამარ ლომთაძეს კი წამყვანის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წინსვლა ახარებთ და წარმატებას ულოცავენ. 

„დიდი სიხარულით გვსურს გაუწყოთ, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეოგრაფიისა სამოქალაქო განათლების პედაგოგ ანა ანუშიძეს მიენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი! ანას ჩვენი სკოლა აქვს დამთავრებული! ამიტომ ეს ჯილდო ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა! ვულოცავთ, ანას ამ დამსახურებულ შეფასებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას კი ვულოცავთ, სკოლის რუსული ენის პედაგოგს ლალი ლომთათიძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თამარ ლომთაძეს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203