დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ხატია ხარაიშვილმა და ნონა გაგლოშვილმა სტატუსი აიმაღლეს 
05-09-2023

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

სკოლის პედაგოგებმა - ხატია ხარაიშვილმა და ნონა გაგლოშვილმა მასწავლებლის სტატუსი აიმაღლეს. ხატია ხარაიშვილმა მენტორის სტატუსი მოიპოვა, ნონა გაგლოშვილს კი წამყვანის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„მიხეილ მურვანიშვილის სახელობის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ ხატია ხარაიშვილს მენტორი მასწავლებლის, ხოლო ნონა გაგლოშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას!“- ვკითხულობთ სკოლის გავრცლებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203