ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
05-09-2023

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალგაზრდები საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

მათ შორის ანა მინაშვილი -100%-იანი გრანტით დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, რევაზ ჯაფარიძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა, ხოლო მართა გახარია ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (American University in Bulgaria), უნივერსიტეტის შიდა და დამატებითი შავი ზღვის საერთაშორისო ორგანიზაციის სრული დაფინანსებით დაეუფლება სასურველ პროფესიას. 

სკოლიდან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ შემდეგი კურსდამთავრებულები:

  • ნია ათაბაძე;
  • რეზიკო იმნაძე;
  • ჯუბა როსტომაშვილი;
  • ნინო მგელაძე;
  • ნია თედორაძე;
  • რეზი გოგიტიძე;
  • ანეტი ჯაფარიძე;
  • მათე ქათამაძე;
  • ირაიდა ზაქარაძე;
  • ნინი ცენტერაძე.
გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„გიმზანია კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს, წინსვალს უსურვებს ყველა სტუდენტს და ამაყობს მათით!“- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203