ახმეტის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
რატი არაბულმა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სკოლა ასახელა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, წარმატებისა და გამარჯვების გზებით გევლოს რატი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერს.