„გილოცავთ, ვამაყობთ და გვეიმედებით!️“ - ახმეტის N2 სკოლის 24-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მათგან 10 გრანტის მფლობელია 
05-09-2023

ახმეტის N2 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლება აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლის 24-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან სამმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სამმა 70%-იანი, ოთხი კი უნივერსიტეტში სწავლას 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. მაგდა ჭილაშვილი ​ - 100%-იანი გრანტი;
  2. ასა შათირიშვილი -100%-იანი გრანტი;
  3. დაჩი დავითური - 100%-იანი გრანტი;
  4. მარიამ თ​იღილაური - 70%-იანი გრანტი;
  5. ლუკა ჩოხელიშვილი ​- 70%-იანი.გრანტი;
  6. ხატია არაბული -70%-იანი გრანტი;
  7. ტარიელ ფირანიშვილი - 50%-იანი გრანტი;
  8. სალომე შათირიშვილი - 50%-იანი გრანტი;
  9. ნანიკო ბეჟანიშვილი - 50%-იანი გრანტი;
  10. თათია ნადიბაიძე - 50%-იანი გრანტი;
  11. საბა ღუზარაული;
  12. ელბერდ ფირანიშვილი;
  13. ლაშა თურქიაშვილი;
  14. მარიამ ჩურჩხელაშვილი;
  15. თაკო ჩიდრაშვილი;
  16. დაჩი წიკლაური;
  17. მარი შათირიშვილი;
  18. ლევან ჩოფიკაშვილი;
  19.  ავთო ძარღუაშვილი​;
  20. ლუკა ხარიტონაშვილი ;
  21. საბა ჯაშიაშვილი;
  22. ჟანა არუთინოვი;
  23. გიგა გიგაური;
  24. ნიკოლოზ ედელიშვილი.

სკოლაში მოსწავლეებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„სასიხარულო ამბავია, როცა სკოლის კურსდამთავრებულები აღწევენ წარმატებას შრომის შედეგად.  2022-2023 სასწავლო წლის 24 კურსდამთავრებული ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

ვულოცავთ, სკოლის კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ! თქვენ ხართ იმედი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისისა! უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს თქვენს სავალ გზას! გილოცავთ, ვამაყობთ და გვეიმედებით!️“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203