თბილისის N142 სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები სამ მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ
05-09-2023

თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

წელს, მარგალიტა ჩადუნელმა მოიპოვა ფიზიკის უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ისტ-ის უფროსი მასწავლებლის სტატუსი ასევე მიენიჭა თინათინ სტურუას, ხოლო ხათუნა ირემაძე მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი გახდა. 

სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაციისა და პედკოლექტივის სახელით, ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ კარიერულ წინსვლას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203