ქობულეთის N6 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდებით წარმატებით ჩააბარეს, მათგან ორი უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის
05-09-2023

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლა ამაყია კურსდამთავრებულების წარმატებით, რომლებიც სკოლაში დაგროვილ ცოდნას, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ. 

კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უკვე, როგორც სტუდენტები, პროფესიული განვითარებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა - მარიამ ჯაფარიძემ და ანა ნურიძემ 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლა ახალგაზრდებს დიდი სიამაყით ულოცავს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203