ხაშურის N9 სკოლის პედაგოგებმა - მერი მეხრიშვილმა და თინათინ ძულიაშვილმა სტატუსი აიმაღლეს
05-09-2023

შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლაში პედაგოგების -  მერი მეხრიშვილისა და თინათინ ძულიაშვილის პროფესიულ წინსვლას აღნიშნავენ. 

პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს -  თინათინ ძულიაშვილმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა,  მერი მეხრიშვილმა კი - წამყვანის.

სკოლის ადმინისტრაცია და კოლეგები მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და სასკოლო საზოგადოება დიდი სიყარულით ულოცავს სკოლის მასწავლებლებს - მერი მეხრიშვილსა და თინათინ ძულიაშვილს, პროფესიულ საქმიანობაში კარიერულ წინსვლას. კიდევ მრავალი წარმატება და წინსვლა აღგენიშნოთ კოლეგებო, თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაში. თინათინ ძულიაშვილი დაწყებითი სწავლების მენტორი  მასწავლებელი გახდა, მერი მეხრიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203